geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:21
ბანკებმა 3 თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 58 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღეს
2017-05-18 09:30:32
+
-

კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის პირველ კვარტალში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 58 382 400 ლარის მოგება მიიღეს. კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ამ ოპერაციებიდან ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა" მიიღო - 21 382 068 ლარი. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი" - 19 115 633 ლარი, მესამეზე კი „ვითიბი ბანკი" - 4 356 975 ლარი.

 

ამავე ანგარიშგებების მიხედვით, ვალუტის ყიდვა-გაყიდვილად ყველაზე მცირე მოგება - 54 593 ლარი მიიღო "სილქ როუდ ბანკმა", "ლიბერთი ბანკი" კი პირიქით, ზარალზე გავიდა.

 

კომერციული ბანკების TOP-ათეული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ:  (მონაცემები მოიცავს 2017 წლის პირველ კვარტალს, იმ დროს „ბანკი რესპუბლიკა" ცალკე სუბიექტს წარმოადგენდა).

 


1 -  „თიბისი ბანკი"                         21 382 068  ლარი

2 - „საქართველოს ბანკი"                  19 115 633  ლარი

3 - „ვითიბი ბანკი"                          4 356 975  ლარი

4 - „ბანკი რესპუბლიკა"                    4 082 335  ლარი

5 - „ბანკი ქართუ"                           2 556 845  ლარი

6 - "პროკრედიტ ბანკი"                     2 390 051  ლარი

7 - "ბაზის ბანკი"                            1 008 537  ლარი 

8 - "ტერა ბანკი"                                978 577  ლარი

9 - "ხალიკ ბანკი"                               781 373  ლარი

10 - "ზირაათ ბანკი საქართველო"          531 704  ლარი

 

 

"პირადი ბანკირის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მიერ სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული მოგება საკმაოდ მაღალია. მაგრამ მისივე თქმით, "თუ გავითვალისწინებთ იმ სპეკულაციებს, რაც სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, ეს ის ჩვეულებრივი მარჟაა, რაც არ მაკვირვებს".

 

"არსებობს მეორე საკითხიც, რამდენად ნორმალურია ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში, რომ საბანკო სფერო ასეთ მაღალ შემოსავალს იღებდეს კონკრეტულად სავალუტო ოპერაციებიდან. ეს არ არის კარგი და მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ბანკებზეა დაყრდნობილი. არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ამ ყველაფრის რეგულატორი არ არსებობს, მეტიც რეგულატორი ბანკების გამსხვილებაზეა ორიენტირებული. ეროვნულმა ბანკმა დღემდე ვერ შეძლო გაეტარებინა ისეთი ფულადი საკრედიტო პოლიტიკა, რომლითაც ვალუტა იმდენად მყარი იქნებოდა, რომ ასეთი სპეკულაციების ფონზე ბანკები მეტ თანხას ვერ გამოიმუშავებდნენ", - განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი