geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:08
Mastercard-მა თითის ანაბეჭდიანი საკრედიტო ბარათი წარადგინა
2017-04-21 12:49:18
+
-

სამხრეთ აფრიკაში გაშვებული წარმატებული სატესტო ვერსიის შემდეგ, Mastercard-მა საკრედიტო ბარათი წარადგინა, რომელზეც სენსორი არის მოთავსებული. ტრანზაქციის შესრულებისას სენსორზე მომხმარებელმა თითი უნდა დაადოს, რათა გადახდა უფრო მეტად დაცული გახდეს.

 

Mastercard-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის, აჯაი ბჰალას განცხადებით, თითის ანაბეჭდის ტექნოლოგია Mastercard-ს უფრო მეტ სანდოობასა და უსაფრთხოებას შესძენს.

 

ჩიპზე მომხმარებელს ორი თითის ანაბეჭდის ჩატვირთვა შეუძლია, თუმცა ორივე მათგანი თავად მომხმარებელს უნდა ეკუთვნოდეს. სხვა ადამიანისთვის ამ უფლების მონიჭება ნებადართული არ არის. ექსპერტები Mastercard-ის ნოვაციას დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ სენსორიანი ბარათი, დღევანდელ PIN კოდიან ბარათებთან შედარებით, უფრო მეტად დაცული იქნება.

 

ტრადიციული პაროლების ჩამნაცვლებელ ტექნოლოგიაზე Google-იც მუშაობს. Google-ის ტექნოლოგია, რომელსაც Trust API ეწოდება, სმარტფონისთვის არის განკუთვნილი. იგი სხვადასხვა სახის სენსორებს იყენებს, რაც თქვენს სმარტფონს იმის განსაზღვრაში ეხმარება, თუ ვინ მართავს მას.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: BBC