geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:53
Forbes: თურქულმა ბიზნესმა მხარი ერდოღანს დაუჭირა
2017-04-18 19:30:27
+
-

თურქული ბიზნესი ძირითადად ოჯახურია და ის შთამომავლობით გადაიცემა. როგორც წესი, ყველა თურქული კომპანიის თითქმის ყველა თანამშრომელი ერთმანეთის ნათესავია. ქვეყანაში არსებობს ოლიგარქიული ოჯახებიც - კოჩები (Koç Holding), საბანჯები (Sabanci Holding), ტარა-ჩიუჩელიქები (Enka group), და ა.შ. მათი დიდი ნაწილი შედის Forbes-ის მიერ შედგენილ მსოფლიოში 2000 უმსხვილესი კომპანიების სიაში.

 

ოჯახური კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ ურთიერთქმედებას არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ პოლიტიკაში და ხელისუფლებასთან ურთიერთობაში - ამისთვის ისინი ერთიანდებიან ბიზნეს-ასოციაციებში.

 

თურქი მეწარმეები ამას ასე ხსნიან - ერთად უფრო ადვილია ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ბევრად უფრო მარტივია კონსულტაციის მიღება ამა თუ იმ საკითხზე. მცირე ყოველთვიური შენატანის სანაცვლოდ, ასოციაციების წევრები იღებენ სრულ ინფორმაციას თავიანთი დარგის ახალი ამბების შესახებ, მთავრობასთან ურთიერთობის უკვე არსებული არხებით მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას და ა.შ.

 

თურქეთში არსებობს რამდენიმე ბიზნეს-ასოციაციაა, მათ შორის 2 უმსხვილესი - თურქეთის დამოუკიდებელ მწარმოებელთა და ბიზნესმენთა ასოციაცია MUSIAD და თურქეთის მეწარმეთა ასოციაცია TUSIAD. პირველი უფრო ემხრობა რელიგიურ-კონსერვატიულ წრეებს, მეორე - საერო-ლიბერალურს.

 

ამ დროისთვის არც ერთ ბიზნეს-ასოციაციას, კომპანიას, ან ცნობილ ბიზნესმენს არ გაუპროტესტებია რეფერენდუმის შედეგები - ჯერ არ გამოჩენილა არც ერთი მეწარმე, რომელიც შეეწინაამღდეგებოდა გენერალურ ხაზს.

 

ის ბიზნესმენებიც კი, რომლებიც თავიდანვე უჭერდნენ მხარს ოპოზიციას, შეეგუენ რეფერენდუმის შედეგებს და შეიკავეს თავის საჯარო კომენტარებისგან.

 

პირველმა კომენტარი პრეზიდენთან დაახლოებულმა ბიზნეს-ასოციაციამ MUSIAD-მა გააკეთა. მისმა პრეზიდენტმა ნაილ ოპალმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით იგებს „თურქი ერი, რომელმაც უთხრა „დიახ" სტაბილურობას და უსაფრთხოებას".

 

„ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის გადაწყვეტილებას და ვართ მისი მადლიერი" - თქვა მან.

 

რეფერენდუმის შედეგებუი მისაღები აღმოჩნდა კიდევ ერთი გაერთიანების - ტექსტილის და ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციისთვის. (ITKIB).

 

„ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერთობის გამარჯვება. დღეს თურქეთმა მისცა ხმა სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას" - განაცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა ეკრან გიურალმა.

 

სხვა, უფრო მცირე, ძირითადად, მთავრობასთან დაახლოებულმა ასოციაციებმა, ასევე დაუჭირეს მხარი ცვლილებებს.

 

ოპოზიციურად განწყობილმა TUSIAD-მა საკმაოდ ფრთხილი და მოზომილი კომენტარი გააკეთა.

 

„თურქმა ხალხმა მხარი დაუჭირა წარდგენილ ცვლილებებს. ჩვენ ვცხოვრობთ მნიშნელოვანი გლობალური ცვლილებების ეპოქაში და რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ვალდებულები ვართ გავაერთიანოთ ძალისხმევა უფრო ძლიერი თურქეთისთვის" - ნათქვამის ასოციაციის პრეს-რელიზში.

 

TUSIAD-მა ასევე მოუწოდა მთავრობას მოძებნოს გამოსავალი ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან.

 

მართლაც, ბოლო დროს თურქეთის ეკონომიკა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარებაშია. 2016 წელს თურქული ლირა დოლართან მიმართებით 18%-ით გაუფასურდა. გასულ წელს თურქულმა ლირამ დაიკავა მე-2 ადგილი აგრენტინული პესოს შემდეგ მსოფლიოს ყველაზე სუსტი ვალუტების რეიტინგში. ერდოღანმა გამოაცხადა ლირის გადარჩენის პროგრამა და მოუწოდა ხალს ჩააბარონ დოლარები და იყიდონ ლირები.

 

2016 წლის განმავლობაში მკვეთრად - 44%-ით - შემცირდა უცხოური ინვესტიციები, 32%-ით დაეცა ტურისტული ინდუსტრია. სწორედ ეკონომიკური სარგებლობით ახსნა თურქეთის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობა - მათი აზრით, საპრეზიდენტო მმართველობით გაძლიერებულ ქვეყანაში შემოვა მეტი ინვესტიციები და გაიზრდება ტურისტული ნაკადი.