ზეწოლა არა კიევზე, არამედ რუსეთზე უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში წერს და რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმას ეხმაურება.
„გუშინდელი რუსული მაქსიმალისტური მოთხოვნები უკრაინის თავისი რეგიონებიდან გასვლის შესახებ, ამ სასტიკ დარტყმებთან ერთად, აჩვენებს, რომ რუსეთი, და არა უკრაინა, არის დაბრკოლება მშვიდობისთვის. ზეწოლა უნდა მოხდეს მოსკოვში და არა კიევში“, – წერს სიბიგა.
როგორც სიბიგა წერს, პუტინი დემონსტრაციას ახდენს არა სიტყვებით, არამედ თავისი ქმედებებით და პატივს არ სცემს ნებისმიერ სამშვიდობო ძალისხმევას.
„სისუსტე და დათმობებზე წასვლა არ შეაჩერებს მის ტერორს, აგრესიას. ამას მხოლოდ ძალა და ზეწოლა შეძლებს“, – წერს ანდრეი სიბიგა.