უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად გაამჟღავნა სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტის შინაარსი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავარი აქცენტები შემდეგში მდგომარეობს:

უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება.

თავდაუსხმელობის ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის, მონიტორინგი საკონტაქტო ხაზზე.

უსაფრთხოების მყარი გარანტიები აშშ-სგან, NATO-სა და ევროპისგან (რუსული აგრესიის შემთხვევაში სამხედრო პასუხის ჩათვლით).

უკრაინის შეიარაღებული ძალები — მშვიდობიანობის დროს 800 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის რაოდენობით.

აშშ, NATO და ევროპა უკრაინას მიანიჭებენ უსაფრთხოების გარანტიებს მე-5 მუხლის მოდელით. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში — მოჰყვება სამხედრო პასუხი.

რუსეთი თავდაუსხმელობის პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ ყველა საჭირო კანონში განამტკიცებს.

უკრაინის წევრობა ევროკავშირში ფიქსირებული თარიღით, წვდომა ევროკავშირის ბაზარზე.

გლობალური განვითარების პაკეტი- შეიქმნება რამდენიმე ფონდი აღდგენის საკითხების გადასაჭრელად. მიზანი — $800 მილიარდი დოლარის მოზიდვა.

უკრაინა დააჩქარებს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების პროცესს.

უკრაინის სუვერენიტეტისა და ბირთვული იარაღის არქონის სტატუსის დადასტურება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური (ЗАЭС): კომპრომისი ჯერ არ არსებობს. აშშ სთავაზობს სამმხრივ ერთობლივ მართვას, სადაც ამერიკელები მთავარი მენეჯერები იქნებიან. უკრაინის კომპრომისული წინადადებაა: აშშ და უკრაინა — 50/50-ზე.

საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებში, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურების გაგებასა და ტოლერანტობას, რასიზმისა და წინასწარგანწყობების აღმოფხვრას.

ტერიტორიები: ყველაზე რთული პუნქტი. ერთ-ერთი ვარიანტი — რუსეთი გადის დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, სუმისა და ხარკოვის ოლქების იმ მცირე ნაწიელბიდან, რომელშც ინფილტირებულია. დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში — „ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ“. რუსეთს სურს, რომ უკრაინა გავიდეს დონეცკის ოლქიდან; აშშ სთავაზობს კომპრომისს — თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. თუ არ იქნება თანხმობა ვარიანტზე „ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ“, მაშინ თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ რეფერენდუმის გზით და მაშინ რეფერენდუმზე მთელი დოკუმენტი უნდა იქნას გამოტანილი.

რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ შეთანხმებები ძალისმიერი გზით.

რუსეთი არ დააბრკოლებს უკრაინას მდინარე დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში. კინბურნის კონცხი იქნება დემილიტარიზებული.

ტყვეთა გაცვლა „ყველა ყველაზე“, სამოქალაქო პირების, ბავშვებისა და პოლიტპატიმრების დაბრუნება.

უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს შეთანხმების ხელმოწერიდან რაც შეიძლება მალე.

ეს შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო. მის შესრულებას გააკონტროლებს „მშვიდობის საბჭო“ ტრამპის ხელმძღვანელობით.

მას შემდეგ, რაც ყველა მხარე დაეთანხმება ამ შეთანხმებას, დაუყოვნებლივ შევა ძალაში ცეცხლის სრული შეწყვეტა.

ეს გეგმა წარმოადგენს უკრაინის ხედვას კონფლიქტის დასრულების შესახებ, სადაც მთავარი აქცენტი უსაფრთხოების გარანტიებზე (NATO-ს მსგავსი მექანიზმი) და ეკონომიკურ აღორძინებაზეა გადატანილი. განსაკუთრებით საყურადღებოა ტერიტორიების საკითხი, სადაც პირველად არის ნახსენები რეფერენდუმის ან თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაძლებლობა, რაც გარკვეულ პოლიტიკურ მოქნილობაზე მიანიშნებს.