პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა, კიევს მივაწოდეთ 350 მილიარდი დოლარი, შეიძლება, ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას არ უნახავს ხარჯთაღრიცხვა, სად მიდის ეს ფული.
„საკითხი, რაც დიდი ხნის მანძილზე მაწუხებდა არის, რომ ნატო-სთან პრობლემა მოვაგვარე. მათ ასობით მილიარდი დოლარი გადაიხადეს ნატო-ს ფონდებში, როდესაც მე ვთქვი, რომ უნდა გადაიხადოთ, რადგან შეერთებული შტატები იხდიდა ევროპის ქვეყნებისთვის და შემდეგ ისინი ჩვენგან სარგებლობდნენ ვაჭრობით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა. კიევს მივაწოდეთ, ვფიქრობ, 350 მილიარდი დოლარი. კარგი, შეიძლება, ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა. სად არის ეს ფული? სად მიდის? ჩვენ უნდა გავთანაბრდეთ ევროპასთან, რადგან ევროპას ბევრად ნაკლები პროცენტი აქვს. ვფიქრობ, ევროპამ გასცა 100 მილიარდი და ჩვენ მივეცით, ვთქვათ, 300-ზე მეტი და ეს მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენს შორის ოკეანეა, მათთან არა. სად არის ფული, რაც გაიცა? სად მიდის? მე არასდროს მინახავს აღრიცხვა. ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვაძლევთ, თუმცა ვერ ვხედავთ აღრიცხვას“, – განაცხადა ტრამპმა.