საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. გვქონდა დეტალური დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო ძირითად პრიორიტეტებზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პოზიციის შემდგომი გაძლიერებისთვის. მკაფიო აქცენტი რჩება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც ნამდვილად შეიძლება“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსება ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას.

„გავაგრძელეთ მუშაობა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში ძალების ყოფნასთან დაკავშირებით, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას“, - წერს ზელენსკი.

ipn.ge