რუსეთთან სომხეთის მზარდი დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას სომხეთში ვიზიტს გეგმავს. აცხადებს „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურთან ინფორმირებული წყარო.

„ვიზიტი, სავარაუდოდ, 4 მარტს შედგება“,  - თქვა წყარომ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული ზელენსკი სომხეთის შემდეგ აზერბაიჯანსაც ეწვიოს. 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. 

სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „უცხოელი ლიდერების ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავის დროზე აცნობებენ“. 

მანამდე კი, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთსა და სომხეთს ახლა დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები აქვთ უკრაინის ომზე“.