უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებით კიევის თავდაცვითი პოზიციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს და უკრაინაზე იერიშებისთვის კრემლი ბელარუსულ საცხოვრებელ კორპუსებსაც იყენებს.

"ჩვენ აღვნიშნავთ, რომ რუსები ჩვენი თავდაცვითი შემაკავებელი პოზიციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ ბელარუსის ტერიტორიის გავლით. ეს ბელარუსისთვის სარისკოა," დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე სამხედრო გენშტაბთან შეხვედრის შემდეგ.

"სამწუხაროა, რომ ბელარუსი თავის სუვერენიტეტს რუსეთის აგრესიული ამბიციების სასარგებლოდ თმობს." - დაამატა მან.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვა დააკვირდა, თუ როგორ განალაგა ბელარუსმა აღჭურვილობა უკრაინაზე იერიშების მისატანად "საზღვრის სიახლოვეს, მათ შორის საცხოვრებელ შენობებშიც".

tabula.ge