ესპანურმა ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდმა Zara-მ ლისაბონში გახსნა თავისი პირველი კაფე, რომელიც ეძღვნება ტრადიციულ პორტუგალიურ დესერტს პაშტელ დე ნატას. ინფორმაციას Gambero Rosso ავრცელებს.
კაფე Zara by Castro გამოჩნდა მსოფლიოში სიდიდით მეორე Zara–ს მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ლისაბონში, როსიოს ცენტრალურ მოედანზე.
დაწესებულების სახელზე პრეფიქსი Castro შემთხვევით არ გაჩენილა: Zara-სთვის პაშტელ დე ნატა მზადდება ცნობილ ლისაბონის საკონდიტრო Castro Atelier-ში, რომელიც სპეციალიზებულია ამ დესერტებზე და ტკბილეულს სთავაზობენ დიზაინერულ თეფშებზე.