ოდესღაც თეთრი და ვარდისფერი ღვინოები ცხელი ზაფხულის ღვინოებად ითვლებოდა, ახლა კი აქტუალურია ცივ სეზონზეც. ამის შესახებ Wine-Searcher წერს.

გამოცემამ გააანალიზა მომხმარებლის მოთხოვნები ოქტომბრისთვის და დაადგინა, რომ გასული წლის იმავე თვესთან შედარებით ყველაზე დიდი ინტერესი თეთრმა და ვარდისფერმა ღვინომ გამოიწვია.

ამრიგად, თეთრი ღვინის წილი Wine-Searcher-ის მიხედვით, გაიზარდა 5%-ით, ხოლო ვარდისფერი ღვინის წილი 8%-ით. წითელ ღვინოზე მოთხოვნა შემცირდა: მაგალითად, კაბერნე სოვინიონზე მოთხოვნა შემცირდა 10%-ით, თუმცა პინო ნუარი გაიზარდა 3%-ით, ხოლო სირა და მერლო 2%-ით.

rbc