დუბაი, ნიუ-იორკი და სინგაპური - სულ მცირე $1 მილიონის ქონების მფლობელი ბიზნესმენებისთვის 2025 წლის ცხელი წერტილები სწორედ ეს ქალაქებია, უძრავი ქონების სერვისების კომპანია Savills-ის "სიმდიდრის ტენდენციები 2025" ანგარიშის თანახმად, რომელიც მაღალშემოსავლიან ბიზნესმენთა მოსაზრებების ყოვლისმომცველ შეფასებას ასახავს.

მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანებისთვის (HNWI - High NetWorth Individual) სასურველი დანიშნულების ადგილები შეიძლება მრავალი ფორმით იყოს წარმოდგენილი: ქალაქები, სანაპირო კურორტები, სათხილამურო ფერდობები და ბუნებაში დასვენების ადგილები. ამ მრავალფეროვან ადგილებში დასვენება და განტვირთვა სეზონებით არ არის შეზღუდული - ისინი ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში.

ინდექსით შეფასდა ბიზნესგარემო, ოჯახური გარემო და მემკვიდრეობის პოტენციალი და გამოვლინდა მაღალშემოსავლიანი ბიზნესმენებასთვის TOP 30 ცხელი წერტილი 2025 წლისთვის. თითოეულ ამ მაჩვენებელს ანალიზის ფარგლებში თანაბარი წონა მიენიჭა, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ცალკეული ფაქტორების კონკრეტული გავლენა.

საუკეთესო მიმართულებებს შორის არიან დუბაი, ნიუ-იორკი, სინგაპური, ჰონკონგი და აბუ-დაბი. თითოეული ეს ქალაქი მდიდარ ადამიანებს ძლიერ ბიზნეს და ოჯახურ გარემოს, სამართლებრივ სტრუქტურებს - რომლებიც ამარტივებს ქონების გადანაწილებას - მაღალი დონის ცხოვრების სტანდარტებს და მაღალი ხარისხის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას სთავაზობს.

TOP 3 ევროპული მიმართულება: მონაკო, ლონდონი, ჟენევა

TOP 3 ჩრდილოამერიკული მიმართულება: ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, მაიამი

TOP 3 აზიური მიმართულება: სინგაპური, ჰონკონგი, პეკინი

მსოფლიოს TOP 30 ქალაქი მაღალშემოსავლიანი ბიზნესმენებისთვის:

  • დუბაი
  • ნიუ-იორკი
  • სინგაპური
  • ჰონკონგი
  • აბუ-დაბი
  • მონაკო
  • ლოს-ანჯელესი
  • მაიამი
  • ასპენი
  • ლონდონი
  • ჟენევა
  • სან-ფრანცისკო
  • ვეილი
  • პეკინი
  • ზერმატი
  • შანხაი
  • ბანგკოკი
  • გშტაადი
  • რომი
  • სენტ-მორიცი
  • მალიბუ
  • ტოსკანა
  • მილანი
  • ტოკიო
  • ვერბიერი
  • ლისაბონი
  • შენჟენი
  • ჯექსონი
  • ანდერმატი
  • პალმ-ბიჩი

წყარო: bm.ge