2024 წელს ავტო ინდუსტრიაში ყველაზე ლოიალური მომხმარებელი ამერიკულ Rivian-ს ჰყავს. ხუთეულშია გერმანული Mini, BMW და Porsche და ისევ ამერიკული Tesla.

საუკეთესო და ყველაზე ცუდი საავტომობილო ბრენდების რეიტინგი მფლობელთა ლოიალურობის მიხედვით Consumer Reports-მა ყოველწლიური გამოკითხვით შეადგინა. კვლევაში 330 000-ზე მეტი მანქანის მფლობელი მონაწილეობდა. მათ ეკითხებოდნენ - იყიდდნენ თუ არა ერთი და იგივე მანქანას კვლავ.

Consumer Reports-ი 16-ეულში 6 გერმანული ავტომობილის მარკა მოხვდა, 5 - ამერიკული, 4 - იაპონური და 1 - სამხრეთ კორეული.

წლის ყველაზე ლოიალური საავტომობილო მარკების სია ასეთია:

Rivian - აშშ - 86%;

Mini - გერმანია - 77%;

BMW - გერმანია - 76%;

Potsche - გერმანია - 76%;

Tesla - აშშ - 74%;

Genesis - სამხრეთ კორეა - 73%;

Lexus - იაპონია - 73%;

Subaru - იაპონია - 70%;

Cadillac - აშშ - 61%;

Chrysler - აშშ - 60%;

Mercedes-Benz - გერმანია - 59%;

Audi - გერმანია - 59%;

Jeep - აშშ - 58%;

Nissan - იაპონია - 55%;

Volkswagen - გერმანია - 51%;

Infiniti - იაპონია - 43%.