ბრიტანული გამოცემა The Economist-ის 2024 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა 0.51-ით, 4.70-მდე გაუარესდა, შედეგად ქვეყანამ 2023 წელს არსებული 89-ე ადგილიდან 94-ე ადგილამდე გადაინაცვლა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ინდექსის მიხედვით ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ნორვეგია (9.81 ქულა, პირველი ადგილი) და ახალი ზელანდიაა (9.61 ქულა, მეორე ადგილი).

ყველაზე არადემოკრატიული კი  ჩრდილოეთ კორეა (1.08 ქულა, 165-ე ადგილი) და ავღანეთი (0.25 ქულა, 167-ე ადგილი).

დემოკრატიის ინდექსი არის ყოველწლიური შეფასება, რომელიც მოიცავს 165 დამოუკიდებელ ქვეყანას და ორ ტერიტორიას. ქვეყნები ფასდება 0-10 შკალაზე და შეფასება ეფუძნება ხუთ ძირითად კატეგორიას: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი; მთავრობის ფუნქციონირება; პოლიტიკური მონაწილეობა; პოლიტიკური კულტურა; სამოქალაქო თავისუფლებები.