სამხედროებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, შორი დისტანციის დარტყმები გამოაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „ყველაფერს გააკეთებენ, რათა ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანონ“.
„ჩვენ ახალ, შორი დისტანციის დარტყმებს ვამზადებთ“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე შეხვედრის შემდეგ.