საფრანგეთი განიხილავს, აკრძალოს 0,5 ლიტრზე ნაკლები პლასტმასის ბოთლები. როგორც წესი, ასეთ მინი კონტეინერებში იყიდება მინერალური წყალი. კანონპროექტი განსახილველად გადაეცა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატას.

ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახლა საფრანგეთში წყალი იყიდება 0,33, 0,25 და 0,17 ლიტრიან ბოთლებშიც კი. ამრიგად, ყოველ 3-4 ყლუპ წყალზე 20-25 გრამი პლასტმასი მოდის.

საფრანგეთში ყოველწლიურად 13 მილიარდი პლასტმასის ბოთლი იწარმოება. გარემოსდაცვითი ასოციაციების Zero Waste France და No Plastic in My Sea-ს გამოკითხვების მიხედვით, ფრანგების ორი მესამედი მზადაა დაემშვიდობოს მინი ბოთლებს.

ეს ღონისძიება საფრანგეთის გეგმის ნაწილია, რათა მნიშვნელოვნად შეამციროს ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვა 2040 წლისთვის.

ასეთი ინიციატივები არის პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლის პანეევროპული სტრატეგიის ნაწილი. 2030 წლისთვის ევროკავშირში ყველა პლასტმასის შეფუთვა ან გადამუშავდება ან ხელახლა იქნება გამოყენებული.