ყირგიზეთის პარლამენტმა 26 ივნისს მხარი დაუჭირა ვეიპებისა და ელექტრო სიგარეტების იმპორტისა და გაყიდვის აკრძალვას.

არაერთი დეპუტატის მიერ ინიციირებული კანონმდებლობის შესაბამისი ცვლილებების მიზანია ახალგაზრდა მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა ელექტრო სიგარეტის მოხმარებისგან.

ელექტრო სიგარეტის მოხმარების აკრძალვის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას.

შემოთავაზებულია ელექტრონული სიგარეტის მოწევისთვის დაუდგენელ ადგილებში ფიზიკური პირებისთვის ჯარიმის დაწესება 40 ათასი სომის (460 აშშ დოლარი), იურიდიული პირებისთვის - 60 ათასი სომის (690 აშშ დოლარი) ოდენობით. ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციისთვის შემოთავაზებულია ჯარიმა 65 ათასი სომის (745 დოლარი), ელექტრონული სიგარეტის იმპორტისთვის 150-200 ათასი სომის (1,7-2,3 ათასი დოლარი) ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან ორ წლამდე.