ყაზახეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რესპუბლიკის სამ რეგიონულ ცენტრში, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ABC.AZ ავრცელებს.

„ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ყაზახეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის ქალაქ კოკშეტაუს, სემეისა და უსტ-კამენოგორსკში თბოელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებზე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა,“ - აღნიშნულია სტატიაში.