ყაზახეთმა ჩინეთიდან რუსეთში მიმავალი ყველა სატვირთო მანქანის შემოწმება დაიწყო. მებაჟეებს აინტერესებთ ელექტრონიკა, დრონები და მათი მაკოპლექტებელი დეტალები, აგრეთვე დასავლეთში წარმოებული საქონელი. მიკროსქემებით და ნებისმიერი სახის დანადგარებით დატვირთული სატვირთო მანქანების 100 % უკან, ჩინეთში ბრუნდება, -ამის შესახებ გამოცემა Kommersant იუწყება.
წყაროს მტკიცებით, სატრანსპორტო საცობები რუსეთსა და ყაზახეთის საზღვარზე სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, ხოლო ახლა საზღვარზე ათასობით სატვირთო მანქანა დაგროვილია.
ყაზახეთი მნიშვნელოვანი არხია სუბსანქცირებული საქონლის რუსეთში მიწოდებისთვის. CNC დანადგარები, რომლებიც შეიარაღების წარმოებისთვის არის შესაფერისი, დრონები, ფხვნილის წარმოების ნედლეული და სხვა საქონელი, რომელსაც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენებდნენ, ამ ქვეყანაში იმპორტირებულია.
„შესაძლებელია თამამად ვთქვათ, რომ ეს დროებითი შეფერხება არაა, არამედ ახალი რეალობაა- კონტროლი გამკაცრდა და დასავლეთის ქვეყნების სანქციების დაცვა მკვეთრად იზრდება,“ - განაცხადა SLC-ის ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოადგილემ, მაქსიმ ემელინმა.