ყაზახეთის მთავრობა გადადგა - ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იტყობინება. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფულა, 

„ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადავწყვიტე: მივიღო ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა, პრემიერ-მინისტრის დროებითი მოვალეობები დავაკისრო სკლიარ რომან ვასილიევიჩს, ხოლო მთავრობის წევრები - განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე“, - ნათქვამია თოყაევის რეზოლუციაში.

დოკუმენტი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.