აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავს რუსეთის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას, წერს The Washington Post (WP) სიტუაციის მცოდნე ოთხ წყაროზე დაყრდნობით.

სანქციების შემოღებას შემოთავაზებულია ბაიდენის ვადის ამოწურვამდე – არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. WP-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ახალი ზომების შემოღება რესპუბლიკელს მოსკოვზე მეტ ბერკეტს მისცემს.

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ახალი შეზღუდვები შეეხება „ჩრდილოვან ფლოტს“, რომელიც ახორციელებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე ნავთობის ექსპორტიორებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მოხვდნენ სანქციების სიაში. განსახილველი ვარიანტები მოიცავს საბანკო ლიცენზიების გაუქმებას, რაც  რუსეთიდან ენერგორესურსებზე გადახდების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

rbc