საცალო ვაჭრობის უმსხვილესი ამერიკული კომპანია Walmart მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატარიფო ხარჯის გამო იძულებულია, მაისის ბოლოდან ფასები გაზარდოს.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კომპანიის ფინანსური დირექტორი, ჯონ დევიდ-რეინი ამბობს, რომ ფასების ზრდა მაისის ბოლოდან იგეგმება.
კომპანიის აქციების ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 60%-ზე მეტად მოიმატა.