შვედურმა ავტომობილების მწარმოებელმა Volvo Cars-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვერ მიაღწევს მიზანს 2030 წლისთვის სრულად ელექტრომობილებზე გადასვლის შესახებ, მათ შორის დამუხტვის ინფრასტრუქტურის ნელი გავრცელების და ზოგიერთ ბაზარზე სამთავრობო სტიმულების გაუქმების გამო.
„თუმცა Volvo Cars შეინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც ინდუსტრიის ლიდერის ელექტრიფიკაციაში, კომპანიამ ახლა გადაწყვიტა შეცვალოს თავისი ელექტრიფიკაციის ამბიციები ბაზრის პირობებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ცვლილების გამო“ - ნათქვამია ავტომწარმოებლის განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ კომპანიის გრძელვადიანი მიზანი არ შეცვლილა.