უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდა იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის ტანკერების ფლოტს და სანქცირებული ნავთობი გადააქვთ.
„ვაგრძელებთ სანქციების სინქრონიზაციას ევროკავშირთან. ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდათ იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის ტანკერების ფლოტს და სანქცირებული ნავთობი გადააქვთ“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ამასთან, მისი თქმით, ახალი სანქციები დაუწესდათ კრემლის პროპაგანდისტებისა და უკრაინისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ კიბერშეტევებში ჩართულ კრიმინალებს.
ზელენსკი წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობას აგრძელებს.
„ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა გრძელდება. ველოდებით, რომ მას თებერვლის ბოლოს მიიღებენ. უკვე ვხედავთ, რომ ჩვენი წინადადებების უმეტესობა გათვალისწინებულია“, - აცხადებს ზელენსკი.
ipn.ge