უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს სამიტის ფარგლებში ონლაინრეჟიმში მიმართა და უკრაინის ძირითად საჭიროებებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეოს საშუალებით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს, სიტყვით გამოსვლისას ის შეეხო ყველა მთავარ საკითხს და პრობლემას, რომლებსაც განიხილავენ უკრაინა და ევროკავშირი, – განუცხადა ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ უკრაინულ მედიას.

როგორც მედია განმარტავს, ზელენსკიმ წარმოთქვა სიტყვა, თუმცა მას მონაწილეობა არ მიუღია ევროკავშირის ლიდერებთან ერთობლივ დისკუსიაში.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასრულა თავისი სიტყვა, ევროკავშირის ლიდერებმა განაგრძეს უკრაინის საკითხის განხილვა დახურულ ფორმატში“, – აღნიშნავს წყარო.

წყარო: პირველი არხი