უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს, კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს, დონალდ ნორკოსის, სელესტე მალოისა და ჯეიმს პანეტას შეხვდა.

კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღების მნიშვნელობასა და აშშ-ში უკრაინელი მფრინავების სასწავლო მისიების გაფართოების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის სამიტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ipn.ge