რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, თბოელექტროსადგურსა და ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც ისმის დრონების და აფეთქების ხმები. ვიდეოები, სავარაუდოდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონის ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია.