რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სლოვაკეთს დაჰპირდა, რომ „გაზპრომი“ კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მიწოდების ალტერნატიულ გზებს იპოვის, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
ფიცოს თქმით, გაზის ნაწილის მიწოდება თურქეთის გავლით, სამხრეთის ნაკადით არის შესაძლებელია, ნაწილი კი დასავლეთ ევროპიდან.
„ჩვენ შეგვიძლია, ნაწილი სამხრეთის ნაკადით მივიღოთ, თუმცა ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს მარაგი, სლოვაკეთის მოხმარება უზრუნველყოფილია. პრეზიდენტმა პუტინმა გარანტია მოგვცა, რომ ისინი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და მოსწონს თუ არა ეს ბატონს ოპოზიციიდან, რადგანაც როდესაც თქვენ რუსეთს ხედავთ, თქვენ ეშმაკს ხედავთ, სხვა არაფერს – რუსეთი ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი ენერგომომარაგების კუთხით“, – განაცხადა ფიცომ საპარლამენტო კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
უკრაინის ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა. რობერტ ფიცო 22 დეკემბერს იმყოფებოდა მოსკოვში და ვლადიმირ პუტინს უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტზე ესაუბრა.