ვირჯინიის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულია, სულ მცირე, 25 აქტივისტი, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დემონსტრანტებს უნივერსიტეტის კამპუსში კარვები ჰქონდათ გაშლილი და ღაზის სექტორში ომის შეჩერებას ითხოვდნენ.

Reuters წერს, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ შეკრებილები წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენის გაზის მეშვეობით დაშალა.