პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა, Givemesport-მა დაასახელა UFC-ის მებრძოლები, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავეს.

ბრიტანულმა გამოცემამ ყველაზე შემოსავლიანი მებრძოლების ტოპ ოცეული შემოგვთავაზა და მათ შორის ცხადია ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი მოხვდნენ. Givemesport-ის მიხედვით, “ელ მატადორმა“ 2025 წელს UFC-ისგან $3 540 000 დოლარი მიიღო. ამ მაჩვენებლით თოფურია მეექვსე ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილს ქართველი ყოფილი სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი იკავებს $6,8 მილიონით, რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში 4 ბრძოლის სანაცვლოდ დაიმსახურა. რეიტინგში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკელი დრიკუს დუ პლესი იმყოფება. Givemesport-ის მონაცემებით, საშუალო წონით კატეგორიაში ყოფილმა ჩემპიონმა 2025 წელს $7 142 000 დოლარი გამოიმუშავა.

მთლიანობაში კი Givemesport-ის ტოპ ათეული ასე გამოიყურება: 1) დრიკუს დუ პლესი ($7 142 000), 2) მერაბ დვალიშვილი ($6 824 000), 3) ალექს პერეირა ($6 524 000), 4) ისლამ მახაჩევი ($3 582 000), 5) ტომ ასპინალი ($3 542 000), 6) ილია თოფურია ($3 540 000), 7) ჟან ვეილი ($3 374 000), 8) ხამზატ ჩიმაევი ($2 680 000), 9) ჯეკ დელა მადალენა ($2 574 000), 10) ალეშანდრე პანტოჟა ($2 472 000).

bm.ge