ოქროს ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია ხუთშაბათს, ხოლო ვერცხლი გაიზარდა 12 წლის მაქსიმუმამდე
ფედერალური სარეზერვო ბანკის მონეტარული პოლიტიკის აქტიური შემსუბუქების მოლოდინის გაზრდის გამო.

Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსები ვაჭრობისას 2707,9 დოლარამდე გაიზარდა უნციაზე.

სპოტ ბაზარზე ვერცხლი გაიზარდა 2,8%-ით და 32,71 აშშ დოლარი უნციაზე, რაც რეკორდულია 2012 წლის დეკემბრის შემდეგ.

წლის დასაწყისიდან ვერცხლი 34%-ით გაძვირდა, რაც საუკეთესო დინამიკას აჩვენებს ნედლეულს შორის. წლის დასაწყისიდან ოქრო თითქმის 30%-ით გაძვირდა. 

ძვირფას ლითონებს მხარს უჭერს მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების განაკვეთების შემცირების მოლოდინი. ტრეიდერები ხედავენ დაახლოებით 62%-იან შანსს, რომ Fed–ი განაკვეთის კიდევ ერთხელ შეამცირებს, 50 საბაზისო პუნქტით, ნოემბერში.

მედია ასევე წერს, რომ ოქრო გაძვირდა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის გამოსვლის მოლოდინში, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მე-10 ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე, რომელიც მიეძღვნა აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარს. თუმცა, პაუელი თავის გამოსვლაში შემოიფარგლა მხოლოდ ფორმალური მისალმებით მონაწილეებისადმი და არ შეეხო მონეტარული პოლიტიკის საკითხებს.

interfax