ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო 5 იანვარს საგანგებო სხდომას გამართავს. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, კოლუმბიამ, რომელსაც მხარს უჭერენ რუსეთი და ჩინეთი, 15-წევრიანი საბჭოს შეხვედრა მოითხოვა.

ოქტომბერსა და დეკემბერში გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო ორჯერ შეიკრიბა შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით. გაერო-მ 3 იანვარს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში „ღრმად შეშფოთებულია ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული ესკალაციით“ და რომ აშშ-ს ქმედებები „სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს“.

„ის ღრმად შეშფოთებულია, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ არის დაცული“, – განაცხადა გუტერეშის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა.

წყარო: 1tv.ge