აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, დიდი ხანია, გადაუხვია თავის თავდაპირველ მისიას, რომელიც ამერიკის ინტერესების წინ წაწევას ემსახურებოდა და ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება აშშ-ის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობს USAID-ის საგარეო დახმარების გადახედვა, რომლის მიზანიცაა რეორგანიზაცია, ამის შესახებ კი რუბიომ უკვე აცნობა კონგრესს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული არ იქნეს გაფლანგული“, – ნათქვამია განცხადებაში.

1tv.ge