საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ უკრაინისთვის რუსეთში, კურსკის ოლქში ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით აშშ-მ "კარგი გადაწყვეტილება" მიიღო.

ამის შესახებ მაკრონმა რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის (G20) სამიტზე ისაუბრა.

მაკრონის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ომში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვის გამო გადადგა.

"რუსეთი არის ერთადერთი ძალა, რომელმაც ესკალაციური გადაწყვეტილება მიიღო. [...] ნამდვილად ამ გარდატეხამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება". - თქვა მაკრონმა რეპორტიორებთან საუბრისას.