უკრაინისადმი მხარდაჭერა გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, რათა შემცირდეს რესურსები, რომლებიც კრემლს საშუალებას აძლევს, დააფინანსოს აგრესია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ პარიზში გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეფულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბარო მიესალმება ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
„უკრაინისადმი ეს მხარდაჭერა გულისხმობს იარაღის მიწოდების გაგრძელებას, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, რათა შემცირდეს რესურსები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, დააფინანსონ თავიანთი აგრესია“, – განაცხადა ბარომ.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ რჩება ევროპის უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ, მაგრამ ევროპელებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე. ვადეფულმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისეულ სუვერენული ევროპის ხედვას, რომელიც ეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე ეკონომიკურ პოლიტიკას.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების მე-18 პაკეტი ერთ-ერთი უმკაცრესია, რაც აქამდე რუსეთის წინააღმდეგ მიუღიათ.