უკრაინის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პირველი შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის ახალ მდივანთან, პიტ ჰეგსეტთან“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი დღეს ბრიუსელში ჩავიდა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ხვალ, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.