უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროკავშირს რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.

სიბიგამ ეს განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც „ფაინენშელ თაიმსმა“ გამოაქვეყნა სრული სტატია, სადაც საუბარია, რომ 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული თხევადი გაზის რეკორდული მოცულობა შეიძინეს. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეს მიუღებლად შეაფასა.

„რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი ევროკავშირში უნდა აიკრძალოს შემდგომი სანქციების ფარგლებში და ჩანაცვლდეს აშშ-დან და სხვა პარტნიორებისგან. ბაზარზე საკმარისი თხევადი ბუნებრივი აირია იმისთვის, რომ არ დაფინანსდეს კრიმინალური რუსული რეჟიმი თავისი აგრესიით, სამხედრო დანაშაულებითა და ჰიბრიდული თავდასხმებით“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

1tv.ge