თურქეთმა წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მოპოვებული, მინიმუმ $14,3 მლნ-ის ღირებულების ქვანახშირის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ Reuters საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანახმად, 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, თურქეთში უკრაინის დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან დაახლოებით 160 400 ტონა ნახშირი იქნა ექსპორტირებული.
თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ და საბაჟოებმა, გამოცემის თხოვნა კომენტარის შესახებ უპასუხოდ დატოვეს.
Reuters-ის მიერ განხილულმა სავაჭრო მონაცემებმა აჩვენა, რომ ქვანახშირი თურქეთში თებერვლიდან ივლისამდე მინიმუმ 10 მწარმოებლისგან იგზავნებოდა. შესაბამისად, თურქეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან იყო ნახშირის ყველაზე დიდი ექსპორტიორი იყო.