უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) გამოძიების შედეგად გამოავლინა ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელშიც უკრაინის ვერხოვნა რადას ოთხი დეპუტატიც იყო ჩართული.

გამოძიების მიხედვით, ანტიკორუფციული სააგენტოების ფარული ოპერაციის შედეგად გამოვლინდა, რომ დაჯგუფების წევრები სისტემატურად იღებდნენ ბენეფისებს ვერხოვნა რადაში ხმის მიცემის სანაცვლოდ.

წყაროების თქმით, საქმის ფარგლებში პარტია "ხალხის მსახურის" ოთხ დეპუტატს, იევჰენ პივოვაროვს, იგორ ნეგულევსკის, ოლგა სავვჩენკოსა და იური კისელს ბრალი უკვე წარუდგინეს, თუმცა მათ შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ.

მოგვიანებით NABU-მ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ვერხოვნა რადას კომიტეტებთან საგამოძიებო სამუშაოების შესრულებისას ბიუროს თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, დეტექტივებმა რადას კომიტეტის შენობაში შესვლა მოგვიანებით მაინც შეძლეს.

თავის მხრივ, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა შეამოწმეს ის პირები, რომლებიც NABU-ს ოფიცრებმა სამთავრობო შენობაში თვითმხილველებად მიიყვანეს და შემოწმების შემდეგ, მათ ტერიტორიაზე შესვლის ნება დართეს. 

tabula.ge