უკრაინელებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ, თუ დასავლეთის ქვეყნები ფინანსურ მხარდაჭერას შეწყვეტენ. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ BBC-სთან განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატში რესპუბლიკელმა სენატორებმა უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება დახმარება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ სიტუაციით დაღლა, რადგან თუ ამას გავაკეთებთ, მოვკვდებით. მსოფლიო თუ დაიღლება, ისინი ჩვენ, უბრალოდ, სასიკვდილოდ გაგვწირავენ. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია იმის ხილვა, რომ დახმარების მგზნებარე მზადყოფნა შეიძლება, შესუსტდეს. ჩვენთვის ეს სიცოცხლის საკითხია. შესაბამისად, ამის ნახვა მტკივნეულია“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ