ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ მიიღო აშშ-ის შეთავაზება რუსეთთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.
STOXX 600 ინდექსი 0.6%-ით გაიზარდა და აანაზღაურა ზარალი, წინა სესიაზე 1.7%-იანი დაცემის შემდეგ. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააორმაგა ტარიფები კანადურ ფოლადსა და ალუმინს.
Zealand Pharma-ს აქციები 34%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც შვეიცარიულმა წამლების მწარმოებელმა Roche-მა დანიურ ბიოტექნოლოგიურ ფირმასთან თანამშრომლობა გააფორმა სიმსუქნის თერაპიის განვითარების მიზნით. გარიგებამ შეიძლება $5,3 მილიარდი შეადგინოს. 4%-ით გაიზარდა როშის აქციებიც.
თუმცა, ევროპის საცალო სექტორის ინდექსმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და 2,8%-ით დაეცა. Puma-მ 22%-ით დაიკლო და ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა ბოლო რვა წლის განმავლობაში, პირველი კვარტლის გაყიდვების უარყოფითი პროგნოზის გამოქვეყნების შემდეგ.
Porsche-ს აქციები 4,5%-ით დაეცა, რადგან კომპანიამ თქვა, რომ ძირითადი რესტრუქტურიზაცია, სავაჭრო დაძაბულობა და მზარდი კონკურენცია ჩინეთში, ზიანს აყენებს 2025 წლის მოგებას.