გერმანიის თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ ნატომ უნდა გადახედოს რუსეთთან პირდაპირი შეტაკების პროგნოზის შეფასებებს.
ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შეაყვეტის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია საკმარისად აღადგინოს თავისი ჯარები და ნატოს აღმოსავლეთით მდებარე წევრ ქვეყანას (სავარაუდოდ, ესტონეთს, ან ლიეტუვას) თავს დაესხას 2029 წლამდე.
მისი თქმით, დაზვერვის ახალი შეფასებების მიხედვით, ეს შესაძლებელია უკვე 2028 წლიდან მოხდეს.