უკრაინას, შესაძლოა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების დათმობა მოუწიოს, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ერთ-ერთი სცენარი არის ტერიტორიის დათმობა. ეს არ არის სამართლიანი, მაგრამ მშვიდობისთვის, დროებითი მშვიდობისთვის, შესაძლოა, ეს იყოს დროებითი გამოსავალი“, – განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი „არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ ოკუპაციას“. კლიჩკოს თქმით, მშვიდობის მისაღწევად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შესაძლოა, „მტკივნეული გადაწყვეტილების“ მიღება მოუწიოს.

ჟურნალისტის კითხვას, განიხილავდა თუ არა ზელენსკი მასთან ერთად მშვიდობის მიღწევის შესახებ დეტალებს, კლიჩკომ უპასუხა: „არა. პრეზიდენტი ზელენსკი ამას თვითონ აკეთებს. ეს არ არის ჩემი ფუნქცია“.

1tv.ge