15 ივლისის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთზე იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად ლიპეცკის ოლქში დაზიანდა ელექტრომომარაგების ქვესადგური.

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-300.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ 30-დე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

დრონები ლიპეცკის და ბრიანსკის ოლქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში გაანადურეს.