უკრაინამ ამერიკულ მხარეს წარუდგინა თავისი პასუხი „სამშვიდობო გეგმაზე“, რომელზეც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო კვირების განმავლობაში მუშაობდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია Axios-ის კორესპონდენტზე, ბარაკ რავიდზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ ოთხშაბათს უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას მიაწოდა პასუხი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის უახლეს პროექტზე“, - წერს ის.

Bloomberg-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-ს „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით პასუხი გაუგზავნა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გამოაცხადა, რომ „სამშვიდობო გეგმის“ უკრაინულ და ევროპულ წინადადებებზე მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე დასრულდა.

ipn.ge