უკრაინა საფრანგეთისგან 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესსკონფერენციაზე განაცხადა.

„მსურს, გამოვაცხადო უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 2 მილიარდო ევროს ოდენობის პაკეტი“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი უნდა შეესაბამებოდეს უკრაინელი სამხედროების პირველად საჭიროებებს.

პაკეტში შედის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები.

1tv.ge