„უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ეს არის ახალი თავდაცვითი პაკეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია - ჭურვები, რაც ახლა საჭიროა“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს მიმართვისას.

ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ipn.ge