ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში შეიცვლება ტურნირის ოფიციალური ჰიმნი.

უეფა-მ წარმოადგინა ყველასთვის საყვარელი ჰიმნის ახალი ვერსია. ნოტები იგივე დარჩა, მხოლოდ ოდნავ შეიცვალა მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღერადობა, ხოლო პირველ პლანზე გამოვიდა ვოკალი.

ახალი ვერსია გამოყენებული იქნება 2024-25 წლების სეზონის სატელევიზიო ტიხარში, აგრეთვე გაჟღერდება ჩემპიონთა ლიგის ყოველი მატჩის წინ სტადიონებზე.

1tv.ge