უამინდობის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტში 200-მდე რეისი გაუქმდა, 100-ზე მეტი კი გადაიდო.
როგორც აეროპორტის წარმომადგენლები აცხადებენ, დღეს და ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამინდის არაპროგნოზირებადობის გამო ძნელია იმის თქმა, ზუსტად რამდენი რეისი გაუქმდება.
სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ურჩევს, გამგზავრებამდე გადაამოწმონ ფრენების შესახებ უახლესი ინფორმაცია.