თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ტყის ხანძარია. ადგილზე ხანძრის 16 კერაა. სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის გამო დაიკეტა იზმირისა და ალაჩათის დამაკავშირებელი გზატკეცილი.

თურქული მედია წერს, რომ სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.